ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30

2026 წლის სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო!

20 თებერვალი, 2026

 

2 მარტიდან, მესტიის მუნიციპალიტეტის 16 ადმინისტრაციული ერთეულის (გარდა დაბა მესტიისა) დასახლებებში გაიმართება დასახლების საერთო კრების სხდომები, სადაც მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რომელი პროექტი განხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მათი სოფლისთვის განსაზღვრული თანხით.

დაიწყო წინასწარი საპროექტო წინადადებების მიღება - ნებისმიერ პირს (მიუხედავად მისი რეგისტრაციის ადგილისა, მოქალაქეობისა და ა.შ.) შესაძლებლობა აქვს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესარჩევი საპროექტო წინადადების განაცხადი  წინასწარ წარადგინოს მისთვის მისაღები ფორმით:

მატერიალური ან/და ზეპირი ფორმით - მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობაში (მისამართი: დაბა მესტია, სეტის მოედანი №1; ტელეფონი: +995599721216)

ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთან ან/და განცხადების სახით გააგზავნოს მუნიციპალიტეტის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ე.წ. „მოქალაქის პორტალიდან“;

საპროექტო წინადადების ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: lanamchedliani@gmail.com.

წინასწარი განაცხადების მიღება გაგრძელდება 25 თებერვლის 18:00 საათამდე.

მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი თითოეული საპროექტო წინადადება, შესაბამისი სოფლის დასახლების საერთო კრებაზე, განიხილება ცალ-ცალკე, თითოეულზე ჩატარდება ღია კენჭისყრა და შეირჩევა ხმების მარტივი უმრავლესობით უპირატესი პროექტი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ და დასახლების საერთო კრებაზე დასწრების დროს აუცილებლად იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კრებაზე რეგისტრაციის მიზნით.

განსაკუთრებით მოგიწოდებთ, თითოეული თემის ახალგაზრდებსა და ქალებს იაქტიუროთ და მიიღოთ მონაწილეობა თქვენი სოფლის დასახლების საერთო კრებაში, რათა მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით მოხდეს თითოეული დასაფინანსებელი პროექტის შერჩევა.

 ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, დასახლების საერთო კრების გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

►  საპროექტო წინადადებების ფორმა

►  დასახლების საერთო კრებების გრაფიკი

 

გააზიარე