ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30

მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების პროექტის საჯარო განხილვა

16 ივლისი, 2026

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების პროექტის საჯარო პრეზენტაცია და განხილვა.

პროექტი ფართო საზოგადოებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ წარუდგინა.

​შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ყველა ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულები, დარგის ექსპერტები და ადგილობრივი მოსახლეობა.

აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიან კონსტიტუციას, რომლის ძირითადი მიზნებია:

​* ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა: სვანეთის უნიკალური ლანდშაფტის, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისა და ეთნიკურ-კულტურული ავთენტურობის ხელშეუხებლობის გარანტირება.

​* უსაფრთხოება და კლიმატური რისკების მართვა: კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისა და სტიქიური კატასტროფების რისკების მინიმუმამდე შემცირება პრევენციული პროექტების საშუალებით.

​* მდგრადი ურბანული და სოფლის განვითარება: მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს ფორმირება, თანამედროვე საინჟინრო, სატრანსპორტო, საგზაო და სოციალური ინფრასტრუქტურის გამართვის გზით.

​* მდგრადი ეკონომიკური ზრდა: ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის დივერსიფიკაცია, ეკო-ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის გონივრული, მწვანე განვითარება.

​* ქვეყნის ერთიან სისტემაში ინტეგრაცია: მესტიის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიული ერთეულის, სრულფასოვანი ინტეგრირება ქვეყნის განსახლების საერთო სისტემაში.

​საჯარო განხილვის ფარგლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ და თემის წარმომადგენლებმა აქტიურად დასვეს კითხვები მათთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, რაზეც სააგენტოს ექსპერტებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

​სივრცითი დაგეგმარების პროცესში თითოეული მოქალაქის აზრი და ჩართულობა გადამწყვეტია.

​  ნებისმიერი შენიშვნის, იდეის ან რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლით მიმართოთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას. მერიის მხრიდან ყველა შემოსული წერილი და წინადადება ოპერატიულად გადაიგზავნება სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში. სააგენტოს წარმომადგენლები დეტალურად განიხილავენ და გაითვალისწინებენ თითოეულ დასაბუთებულ მოსაზრებას.

​ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევქმნათ საუკეთესო პროექტს, რომელიც მისაღები და სასარგებლო იქნება მესტიის მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლისთვის.

გააზიარე