საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გრძელდება საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა.
20 ნოემბრის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტებს წარმოადგინეს მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანებამ (დირექტორი-თეა ცინდელიანი), ააიპ მესტიის მუნიციპალიტეტის გარე-განათების სამსახურმა
( ხელმძღვანელი ბადურ ჯაფარიძე), ააიპ მესტიის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებამ (დირექტორი სვეტლანა ჩართოლანი), ააიპ მესტიის ბიბლიოთეკების გაერთიანებამ (ხელმძღვანელი ნინო კვიციანი) ააიპ სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია შან-ლენდი ( ხელმძღვანელი დავით ჟორჟოლიანი), ააიპ მესტიის კულტურის სამსახურმა (დირექტორი გეგი ფალიანი).